2016-02-02

"ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის" მესამე ნომერი


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მესამე ნომრისთვის. დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და ინსტრუქცია ავტორებისთვის იხილეთ ჟურნალის ვებ – გვერდზე   http://jyr.tsu.ge.

სტატიები მიიღება 201 6 წლის   1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით. სტატიის გამოგზავნის შემდეგ გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას:  სტატია მიღებულია შემოწმებისთვის.

დაგვიანებით შემოსული სტატიები ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებისათვის არ განიხილება. სტატია გამოგზავნეთ ელ - ფოსტაზე:  jyr@tsu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ:  „სტატია გამოქვეყნებისათვის“.

სარედაქციო კოლეგია
Print

« იხ. ყველა სიახლე