სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის სწავლების სამივესაფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სტუდენტებს.
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და აბსტრაქტი
გადმოწერა (
მოხსენების მომზადების წესი) ფაკულტეტის სამეცნიერო - კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელფოსტაზე (
socpol.science@tsu.ge) 2016 წლის 1 ივლისის 17:00 საათამდე. ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითოთ 76-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია.
აბსტრაქტების შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2016 წლის 4 ივლისს. მონაწილეებმა სრული სტატია (ბეჭდური და ელექტრონული (СD) ფორმით) ხელმძღვანელის რეკომენდაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ კონფერენციაზე.
სტუდენტთა 76-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება მიმდინარე წლის 7 - 8 ივლისს.
კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მეორე მაგისტრატურისა და დოქტორატურის სტუდენტებისათვის. ორივე სექციიდან შეირჩევა სამი საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული სტუდენტების სამეცნიერო სტატიები დაიბეჭდება თსუ-ის სამეცნიერო შრომების კრებულში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური (თსუ, VI კორპუსი, ოთახი №406.
socpol.science@tsu.ge)