2017-11-06

სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება 77-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და  დოქტორანტურა)  სტუდენტებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და აბსტრაქტი  (მოხსენების მომზადების წესი) ფაკულტეტის სამეცნიერო - კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელფოსტაზე (socpol.science@tsu.ge)  2017 წლის  17 ნოემბრის 17:00 საათამდე.  ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითოთ  77-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია.

აბსტრაქტების შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 21 ნოემბერს. მონაწილეებმა სრული სტატია (ბეჭდური და ელექტრონული (СD) ფორმით) ხელმძღვანელის რეკომენდაციასთან ერთად უნდა წარმოადგინონ  კონფერენციაზე.

სტუდენტთა 77-ე საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება მიმდინარე წლის  5-6 დეკემბერს.

კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მეორე მაგისტრატურისა და დოქტორატურის სტუდენტებისათვის. ორივე სექციიდან შეირჩევა სამი საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც დაჯილდოვდებიან დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული სტუდენტების სამეცნიერო სტატიები დაიბეჭდება თსუ-ის სამეცნიერო შრომების კრებულში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური (თსუ, VI კორპუსი, ოთახი №406.  socpol.science@tsu.ge)

Print

« იხ. ყველა სიახლე