2015-09-16
ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სოციალურ პროექტთან დაკავშირებით:
ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც არა აქვთ არანაირი სახელმწიფო გრანტი და თავად უწევთ საკუთარი განათლების დაფინანსება, შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდნენ დროებით სამუშაოებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში (მაგ.: გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურეობა, არაკონფიდენციალური მონაცემების დამუშავება და ა.შ).
მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ მე-2 და მე-3 კურსელებს.
დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებიც აყმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეუძლიათ 24 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნონ საკუთარი სახელი, გვარი და პირადი ნომერი ელექტრონული ფოსტით მისამართზე: career@tsu.ge სათაურის ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული NAEC.
არაა საჭირო იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც საწყის კომუნიკაციაში იყო ჩამოთვლილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს: 2473333
« იხ. ყველა სიახლე