2019-03-18

„საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი კონგრესი - თბილისი 2019“

გიწვევთ „საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი კონგრესი - თბილისი 2019“-ზე, რომელიც გაიმართება 18-20 აპრილს გუმუშანეს უნივერსიტეტის (თურქეთი), თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით.

წარმოდგენილი იქნება ზეპირი მოხსენებები, ვირტუალური და პოსტერ პრეზენტაციები სოციალურ მეცნიერებებში. ასევე გაიმართება „სოციალური მეცნიერებებისადმი“ მიძღვნილი გამოფენა. 

დარგის მცოდნე ექსპერტთა და მეცნიერთა მონაწილეობა კონგრესში იქნება კარგი შესაძლებლობა სასარგებლო იდეებისა და  პროექტების გაზიარების თვალსაზრისით.

მიღებული ნაშრომების შეფასების პროცესის შედეგების შესახებ ავტორები მიიღებენ „დასტურის წერილს.“ კონგრესის მონაწილეებს დაურიგდებათ აბსტრაქტების კრებული. კონფერენციის მასალების კრებული ელექტრონულად გამოქვეყნდება 2019 წლის ბოლომდე. 

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
Print

« იხ. ყველა სიახლე