2016-01-27

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შესარჩევად ცხადდება კონკურსი


ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით რექტორის №:03/01-01, 01-14-2016  ბრძანების საფუძველზე ცხადდება

კონკურსი

  1. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომები მიიღება 2016 წლის 29 იანვრიდან.
  2. სამეცნიერო მოხსენების წარმოდგენა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს ინდივიდუალურად ან ავტორთა ჯგუფის სახით.
  3. განაცხადის შემოტანა არ შეუძლია ნაშრომების შესარჩევ კომისიაში შემავალ აკადემიურ პერსონალს.
  4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 29 თებერვალი. საბუთები მიიღება ბეჭდური და ელექტრონული (CD) ფორმით ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ VI კორპუსი, ოთახი #203ა, ჭავჭავაძის გამზ. N 8).
  5. ფორუმი გაიმართება 2016 წლის 23 აპრილს.
  6. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ერთი მოხსენება.
  7. გამარჯვებულს გადაეცემა ფორუმში მონაწილის სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 000 ლარის ოდენობით.

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შესარჩევი საფაკულტეტო საკონკურსო კომისია

Print

« იხ. ყველა სიახლე