12 აპრილს, 12 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეექვსე ნომრის პრეზენტაცია.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაარსდა 2015 წელს. მისი პირველი ნომრის წარდგინება კი, ამავე წლის 14 ივლისს მოეწყო.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ განკუთვნილია როგორც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ისე სხვა ახალგაზრდა მკვლევართათვის.
ჟურნალი დაეხმარება მკვლევრებს სამეცნიერო-კვლევითი უნარების დაუფლებაში და საშუალებას მისცემს ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101–ე აუდიტორია.