ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-15

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები!!!


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების (დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის # 135/ნ ბრძანებით) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ოქმი #6) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ადგენს: 


  1. დაინიშნოს სოციალურ და პილიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები 2015 წლის 29 სექტემბერს.
  2. არჩევნების ჩატარების ადგილი - თსუ VI კორპუსის დარბაზი (# 303).
  3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დაწყების დრო - 17.00სთ.
  4. კენჭისყრის პერიოდი - 17.30-18.30 სთ.
  5. არჩევნები ჩატარების ფორმა - ფარული კენჭისყრა. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საბჭოს სხდომის კვორუმის შემთხვევაში დააგროვებს დამსწრე ხმების უმრავლესობას.
  6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაცია შეუძლია ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორს.
  7. კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

    ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ

    Curriculum Vitae Curriculum Vitae Curriculum Vitae

      ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განვითარების კონცეფცია

    პირადობის მოწმობის ასლი

  8. კანდიდატთა საბუთების მიღება - ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ VI კორპუსი, ოთახი #203ა), 10.00-17.00 სთ, 18 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
  9. კანდიდატთა საბუთების განხილვა ფაკულტეტის საბჭოს წევრების მიერ - 28 სექტემბერი, 17.00-18.00 სთ, VI კორპუსი, ოთახი # 402.
  10. კანდიდატთა სიის გადაცემა თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის (ამ სამსახურის დებულების შესაბამისად) – 28 სექტემბერი.


სოციალურ და პ ლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო

11 სექტემბერი, 2015 წელი


Print

« იხ. ყველა სიახლე