2018-07-13

საჯარო ლექციათა ციკლი: “სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში”


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწყებს  საჯარო ლექციათა ციკლს თემაზე  “სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში,” რომელიც გაიხსნება ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორის ხათუნა მაისაშვილის ლექციით თემაზე "მედიასისტემისა და გლასნოსტის ნარატივის თავისებურებები ქართულ მედიაში - 1989-1990 წლები" 16 ივლისს, 18:00 სთ-ზე.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე