ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-16

კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”


ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი

2015-2016 სასწავლო წლის   გაზაფხულის  სემესტრში  პროგრამის „სახელმწიფო   სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში  სტიპენდიის მოსაპოვებლად

საფუძველი: თსუ-ის რექტორის  2016 წლის 13 მაისის  N 77/01-01 ბრძანება

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2015 -2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა, ხოლო ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე - არანაკლებ 27კრედიტისა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია: 
  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2015 -2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების  ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
  5. 2015 -2016 სასწავლო  წლის შემოდგომი ს სემესტრში (2015 წლის 10 აგვისტოდან 2016 წლის 29 თებერვლამდე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების  ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  6. 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2015 წლის 10 აგვისტოდან 2016 წლის 29 თებერვლამდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ვინაიდან, შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.
საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის  16 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, 10:00 დან-18:00  საათამდე  შესაბამის მიმართულებებზე:

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა  – თსუ IV კორპ. ოთახი №306,
თამარ გოგორიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 25 08 19

საერთაშორისო ურთიერთობები  – თსუ IV კორპ. ოთახი №201,
თამარ ქარსაულიძე: საკონტაქტო ინფორმაცია: 2 29 03 66

საზოგადოებრივი გეოგრაფია  –  თსუ IV კორპ. ოთახი №211,
მაია ჟღენტი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261)

პოლიტიკის მეცნიერება  –   თსუ  IV კორპ. ოთახი №301,
ნათია დათიაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01 (254)

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია  – თსუ VI კორპ. ოთახი №206 ადა ნემსაძე; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01(234)

გისურვებთ  წარმატებებს!

 

Print

« იხ. ყველა სიახლე