სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის დადგენილება:
- დაინიშნოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები 2019 წლის 30 სექტემბერს.
- არჩევნების ჩატარების ადგილი - თსუ VI კორპუსის დარბაზი (#303).
- ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დაწყების დრო - 17.00 სთ.
- კენჭისყრის პერიოდი - 17.15 - 18.30სთ.
- არჩევნების ჩატარების ფორმა - ფარული კენჭისყრა. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საბჭოს სხდომის კვორუმის შემთხვევაში დააგროვებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობას.
- ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაცია შეუძლია ფაკულტეტის სრულ და/ან ასოცირებულ პროფესორს.
- კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე, კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
- Curriculum Vitae;
- ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განვითარების კონცეფცია;
- პირადობის მოწმობის ასლი.
8. კანდიდატთა საბუთები მიიღება 23 სექტემბრიდან - 26 სექტემბრის ჩათვლით ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ VI კორპუსი, ოთახი#203ა), 10.00-17.00 სთ.