2016-07-19

საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა მკვლევართათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს საზაფხულო სკოლას ახალგაზრდა მკვლევართათვის. 

საზაფხულო სკოლის  მიზანია გააუმჯობესოს დოქტორანტების უნარ-ჩვევები სწავლებისა და  კვლევის მიმართულებით.

საზაფხულო სკოლა ტარდება ამა წლის 22-26 ივლისს, თსუ–ს VI კორპუსში (303 აუდიტორია). მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სასწავლო მასალა და სერთიფიკატი.

პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე