ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-13

სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია


14-15 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოცილოგია და სოციალური მუშაობა, საზოგადოებრივი გეოგრაფია. ცალკე სექცია დაეთმობა მაგისტრატურას.

კონფერენციაში გამარჯვებულ და  მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ., №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №101
 
პროგრამა
Print

« იხ. ყველა სიახლე