2016-01-29

სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შესარჩევად ცხადდება კონკურსი


ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით, რექტორის ბრძანების (N151/01–01, 07.12.2015) საფუძველზე და  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2016 წლის 28 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით  ცხადდება

კონკურსი
  1. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სტუდენტური სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომები მიიღება 2016 წლის 29 იანვრიდან.
  2. სამეცნიერო მოხსენებების წარმოდგენა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.
  3. ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტის მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში ან მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
  4. დოქტორანტის სამეცნიერო მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში.
  5. ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წერილობითი რეკომენდაციით (რეკომენდაციის გამცემი პროფესორი არ უნდა იყოს ნაშრომების შერჩევის კომისიის წევრი).
  6. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 29 თებერვალი. საბუთები მიიღება ბეჭდური და ელექტრონული (CD) ფორმით ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ VI კორპუსი, ოთახი #203ა, ჭავჭავაძის გამზ. N 8).
  7. ფორუმი ჩატარდება 2016 წლის 25 აპრილს.
  8. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ შერჩეული ერთი  მოხსენება თითოეული სასწავლო საფეხურიდან.
  9. გამარჯვებულ(ებ)ს გადაეცემა(თ) ფორუმში მონაწილის სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა:
  • დოქტორანტისათვის 1 500 ლარს;
  • მაგისტრანტისათვის 1 000 ლარს;
  • ბაკალავრიატის სტუდენტისათვის 500 ლარს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო.



Print

« იხ. ყველა სიახლე