ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-12

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი

2016-2017 სასწავლო წლის   შემოდგომის  სემესტრში  პროგრამის „სახელმწიფო   სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში  სტიპენდიის მოსაპოვებლად

საფუძველი: თსუ-ის რექტორის  2016 წლის 9 დეკემბრის  N 224/01-01 ბრძანება 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2015 - 2016 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა, ხოლო ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე - არანაკლებ 27კრედიტისა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა );
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2015 -2016 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
  5. 2015 -2016 სასწავლო  წლის გაზაფხულის  სემესტრში (2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების  ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 
  6. 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში (2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ვინაიდან, შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 13 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 დან - 18:00   საათამდე  შესაბამის მიმართულებებზე:

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა  – თსუ IV კორპ. ოთახი №306, 
თამარ გოგორიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 25 08 19

საერთაშორისო ურთიერთობები  – თსუ IV კორპ. ოთახი № 201, 
თამარ ქარსაულიძე: საკონტაქტო ინფორმაცია: 2 29 03 66

საზოგადოებრივი გეოგრაფია  –  თსუ IV კორპ. ოთახი № 211, 
ლუიზა აბაზაძე;  საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261)

პოლიტიკის მეცნიერება  –   თსუ  IV კორპ. ოთახი № 301,
ნათია დათიაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01 (254)

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია  – თსუ  IVკორპ. ოთახი № 313 
ნინო ქუფარაშვილი;

პირველადი შედეგები დაიდება 17 დეკემბერს, 18 საათზე.

აპელაციის პერიოდი:  19 დეკემბერი,  10:00 - 14:00 სთ. 

IV კორპუსი, ოთახი № 301

გისურვებთ  წარმატებებს !

Print

« იხ. ყველა სიახლე