ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო
2015 წლის 30 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებით აცხადებს
კონკურსს
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N22/04 (30.12.2014) ბრძანების საფუძველზე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს განხორციელებულ მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში აუთვისებელ თანხაზე, 7 500 ლარის ოდენობით.
- სამეცნიერო - კვლევითი პროექტების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის ძირითად სასწავლო მიმართულებებს.
- პროექტში სავალდებულოა ფაკულტეტის არანაკლებ 2 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის ჩართულობა, მათ შორის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტისთვის აუცილებელია არანაკლებ 150 კრედიტისა და 3.0 GPA -ის რეიტინგი.
- მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებები ბეჭდური და ელექტრონული (ჩაწერილი CD- ზე) ფორმით, მიიღება 2015 წლის 5 მაისიდან 18 მაისის 17: 00 საათამდე, ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ, VI კორპუსი, ოთახი N203ა).
- ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციებს ჩაატარებს ყოველი კვირის ხუთშაბათს, 14.00 – 18.00 სთ. (თსუ, VI კორპუსი, ოთახი N204).
- საპროექტო წინადადების ელექტრონული ვერსია და შესავსები ფორმები იხილეთ ფაკულტეტის ვებ გვერდზე: http://www.tsu.edu.ge/ge/faculties/social/ ხოლო ბიუჯეტის ფორმა იხილეთ: social/budget
- დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიასა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს ბრძანებისა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო