ბეჭდვა |/ დახურვა |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლის 29 აპრილს ატარებს მე-5 ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციას „კავკასია გზაჯვარედინზე - რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“.
კონფერენციის სამუშაო თემები:
საერთაშორისო ურთიერთობები:
რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები;
პოლიტიკის მეცნიერება:
პოლიტიკური ტრანსფორმაცია კავკასიაში: ტენდენციები, გამოწვევები და მიღწევები;
საჯარო ადმინისტრირება:
საჯარო სექტორის რეფორმირება: საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევები;
ეკონომიკა:
ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის განვითარება კავკასიის რეგიონში;
ჟურნალისტიკა:
გამოხატვის თავისუფლება და რეგიონული მედიის გამოწვევები - შედარებითი ანალიზი;
სოციოლოგია:
თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები კავკასიის რეგიონში.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ:
მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: Caucasus@ibsu.edu.ge
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა: 3 მარტი , 23:55 საათის ჩათვლით;
მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ვადა: 24 აპრილი, 15 საათის ჩათვლით;
პრეზენტაციის გაგზავნის ვადა: 28 აპრილი 15 საათის ჩათვლით;
კონფერენციის ჩატარების დრო: 2017 წლის 29 აპრილი
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დეტალური ინსტრუქციისთვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი: http://ss.ibsu.edu.ge