2018-06-11

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!


2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

  1. დემოგრაფია - 3 ადგილი
  2. კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 3 ადგილი
  3. კულტურის და მედიის სოციოლოგია - 2 ადგილი
  4. მასობრივი კომუნიკაცია - 2 ადგილი
  5. პოლიტიკის მეცნიერება - 3 ადგილი
  6. საზოგადოებრივი გეოგრაფია - 3 ადგილი
  7. სოციოლოგია - 3 ადგილი
  8. სოციალური მუშაობა - 2 ადგილი
  9. ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 2 ადგილი
  10. ურბანისტიკა-  3 ადგილი
  11. ურბანისტიკა (ინგლისურენოვანი) - 2 ადგილი

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები  განსაზღვრულია თსუ-ს რექტორის  ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №132/01-01, 05.06.2018 -ით.

  • საბუთების მიღება - 25 ივნისი - 2 ივლისი და 29 აგვისტო - 3 სექტემბერი;
  • გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება დოქტორანტობის კანდიდატს, რომელსაც
  • ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხო ენაში - 5 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 7 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 11 - 13 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 14 სექტემბერი;   
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 17 – 18 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
  • ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

(დოკუმენტების მიღება 10:00  - 17:00 სთ.):

  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა. თსუ-ს რექტორის ბრძანების (№132/01-01, 05.06.2018) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ (დამტკიცებული თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილება N72017, 23 იანვარი 7/2017) მე-5 მუხლის პუნქტი 5-ის შესაბამისად დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმა (პროსპექტუსი)   

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპ., III სართ., ოთახი №302;

ტელ.: (+995 32) 2 22 11 01 254. 

Print

« იხ. ყველა სიახლე