2018-06-11
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
- დემოგრაფია - 3 ადგილი
- კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 3 ადგილი
- კულტურის და მედიის სოციოლოგია - 2 ადგილი
- მასობრივი კომუნიკაცია - 2 ადგილი
- პოლიტიკის მეცნიერება - 3 ადგილი
- საზოგადოებრივი გეოგრაფია - 3 ადგილი
- სოციოლოგია - 3 ადგილი
- სოციალური მუშაობა - 2 ადგილი
- ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 2 ადგილი
- ურბანისტიკა- 3 ადგილი
- ურბანისტიკა (ინგლისურენოვანი) - 2 ადგილი
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები განსაზღვრულია თსუ-ს რექტორის ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №132/01-01, 05.06.2018 -ით.
- საბუთების მიღება - 25 ივნისი - 2 ივლისი და 29 აგვისტო - 3 სექტემბერი;
- გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება დოქტორანტობის კანდიდატს, რომელსაც
- ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
- გამოცდა უცხო ენაში - 5 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 7 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 11 - 13 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 14 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 17 – 18 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
- ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
(დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):
- განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა. თსუ-ს რექტორის ბრძანების (№132/01-01, 05.06.2018) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ (დამტკიცებული თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილება N72017, 23 იანვარი 7/2017) მე-5 მუხლის პუნქტი 5-ის შესაბამისად დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმა (პროსპექტუსი)
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპ., III სართ., ოთახი №302;
ტელ.: (+995 32) 2 22 11 01 254.
« იხ. ყველა სიახლე