2013-12-06

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ღონისძიებები

ა.წ.  10 დეკემბერს, 16:30 სთ-ზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გიწვევთ ცენტრის პროექტის  „საერთაშორისო სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ შედეგების პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2003-2013 წლების პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შეფასება.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართება ცენტრის   მიერ   თსუ -   გამომცემლობასთან   თანამშრომლობით   გამოცემული   დენიელ   ლიტლის   წიგნის სოციალური   ახსნის   მრავალფეროვნება შესავალი   სოციალურ   მეცნიერებათა   ფილოსოფია   ქართული   თარგმანის   პრეზენტაცია .

 

ცენტრის პროექტის პრეზენტაციის დასრულებისთანავე, 17:00 სთ-ზე   გაიმართება  პროფესორ   სტივენ   ჯონსის   ახალი   წიგნის საქართველო  -  პოლიტიკური   ისტორია   დამოუკიდებლობის   გამოცხადების   შემდეგ “  ქართული   თარგმანის   გამოცემის პრეზენტაცია-განხილვა .  პროფესორი ჯონსი თავად წარადგენს წიგნს, რომლის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: თსუ-ს რექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა; ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ნილ მაკფარლეინი; საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე აშშ-ში, ბატონი გიორგი ხელაშვილი; თსუ-ს პროფესორები რევაზ გაჩეჩილაძე და ალექსანდრე რონდელი; და დოქტორი ოლივერ რაისნერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი.

 

ღონისძიების თარიღი: 10 დეკემბერი, 2013 წ.

ცენტრის პროექტის შედეგების პრეზენტაცია: 16:30 სთ.

პროფ. სტივენ ჯონსის წიგნის პრეზენტაცია: 17:00 სთ.

ღონისძიების ადგილი: ჭავჭავაძის 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კორპუსი, ოთახი #115

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური  [თარგმანის გარეშე]

 

დამსწრე საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცემა ცენტრის მიერ გამოცემული ორივე წიგნი.

Print

« იხ. ყველა სიახლე