2015-11-18

ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის!

 თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ერთ სემესტრიან გაცვლით პროგრამაზე ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. კონკურსში გამარჯვებული 4 სტუდენტი ვარშავის უნივერსიტეტში გაივლის გაზაფხულის სემესტრს. შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე- http://www.en.ism.uw.edu.pl/international-economic-relation/

გაცვლითი პროგრამა არის უფასო, ვარშავის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებას, რომლის ღირებულება შეადგენს თვის განმავლობაში 100 ევროს. სტუდენტმა თავად უნდა დააფინანსოს ვარშავაში ცხოვრების და მგზავრობის ხარჯები (ფასების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე - http://www.en.ism.uw.edu.pl/life-in-warsaw

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს მგზავრობის (თბილისი - ვარშავა - თბილისი) ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სუ-ს მიმართულება რეკომენდაციას გაუწევს გამარჯვებულ სტუდენტებს ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე - 3, მე - 4, მე - 5, მე - 6 სემესტრის სტუდენტებს და მაგისტრანტებს. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც აქამდე არ არის ნამყოფი გაცვლითი პროგრამით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 23 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე, ქვემოთ მითითებულ ელ - ფოსტაზე, უნდა გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტები:

- CV ინგლისურ ენაზე (სასურველია Europass ფორმატში )

- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 400 სიტყვა)

- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის კურსებში მიღებული ნიშნებით და გასაუბრებაზე წარმოჩენილი ინგლისური ენის ცოდნით.

გთხოვთ, საბუთები გამოაგზავნოთ მისამართზე - konstantine.shubitidze@tsu.ge და cc- ში ჩასვათ სერგი კაპანაძე - sergi.kapanadze@tsu.ge

subjec– ში აუცილებლად მიუთითეთ "გაცვლითი პროგრამა ვარშავაში"

 

Print

« იხ. ყველა სიახლე