2014-09-24
ჰელსინკის უნივერსიტეტის (ფინეთი) სტიპენდიები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის!
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი „ბალტიის ზღვის რეგიონის - კავკასიური ქსელის“ (BASERCAN+) თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის I სემესტრის სტუდენტებისათვის, ჰელსინკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ორი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც ითვალისწინებს ხუთთვიან გაცვლით სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებას 2015 წლის გაზაფხულის სემესტრში (სემესტრის ხანგრძლივობა: 2015 წლის იანვარი-მაისი).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსზე დაიშვებიან თსუ-ს სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველ სემესტრში;
სტუდენტები, რომლებმაც მაგისტრატურის მისაღებ გამოცდაში, ინგლისურ ენაში მიიღეს 81 ქულა და ზემოთ, ან/და ფლობენ ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატებს TOEFL (minimum score of 79 IBT) ან Academic IELTS (minimum score of 6)
გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა მოხდება კომისიასთან ინგლისურ ენაზე გასაუბრების მეთოდით.
ჰელსინკის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი მოცემულია შემდეგ მისამართებზე:http://www.helsinki.fi/socialsciences/studying/courses/index.html
http://www.helsinki.fi/aleksanteri/english/studies/ecebb/international_students.html#erasmus_incoming
http://www.helsinki.fi/aleksanteri/english/studies/ecebb/international_students.html#erasmus_incoming
სტიპენდია:
პროექტი გამარჯვებულ სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით (800 ევრო) და თბილისი-ჰელსინკი-თბილისი მგზავრობის ბილეთით; ამასთანავე, პროექტი ანაზღაურებს ვიზის მოსაპოვებლად ანკარაში მგზავრობის, დაზღვევის, ვიზისა და ბინადრობის მოწმობის ხარჯებს ერთჯერადად 900 ევროს ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონულად.
შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: http://dfronline.tsu.edu.ge/?lang=en
კონკურსზე ელექტრონულად დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 2014 წლის 7 ოქტომბერი 18:00 საათი
შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: http://dfronline.tsu.edu.ge/?lang=en
კონკურსზე ელექტრონულად დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 2014 წლის 7 ოქტომბერი 18:00 საათი
ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი:
CV (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი ხელმოწერილი (ინგლისურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პასპორტის ან/და პირადობის მოწმობის ასლი
CV (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი ხელმოწერილი (ინგლისურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
პასპორტის ან/და პირადობის მოწმობის ასლი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 225 02 12).
შენიშვნა: რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი თსუ ელ-ფოსტის მისამართით! emailname@sps.tsu.edu.ge;
თსუ ელ-ფოსტის მისამართთან ან პაროლთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს!
« იხ. ყველა სიახლე