ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-04

74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

2013–2014 სასწავლო წლის 74–ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 26–31 მაისს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.  კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემათ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები, ხოლო მონაწილეებს კონფერენციაში მონაწილეობის სიგელები. საუკეთესო ნაშრომი (პირველი ადგილის მფლობელთა ნაშრომები) დაიბეჭდება თსუ სტუდენტთა 74–ე სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებულში.

74–ე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე სტუდენტებს მოეთხოვებათ სამეცნიერო კონფერენციაზე დარეგისტრირება 28 აპრილამდე (1 გვერდის მოცულობით სტუდენტს მოეთხოვება რეზიუმეს წარმოდგენა. მასში  უნდა იყოს აღწერილი ნაშრომის ძირითადი არსი, მიზანი და ამოცანა); მეორე ეტაპზე, 15 მაისამდე სტუდენტს მოეთხოვება ნაშრომის სრული ტექსტის წარმოდგენა (4-7 ათასი სიტყვის მოცულობით), რომელიც სარეცენზიოდ გადაეცემა კონფერენციის სამეცნიერო სარედაქციო კოლეგიას. დადებითი შეფასების შემთხვევაში, რომელიც ცნობილი იქნება 22 მაისს, წარმატებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღნიშნული ნაშრომი წარმოადგინონ თსუ 74–ე სამეცნიერო კონფერენციაზე. ნაშრომების შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია დანართში №3.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილეობა შეეძლებათ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

1. პირველ ეტაპზე (საბოლოო ვადა 28 აპრილი)

1.1. სტუდენტს ევალება კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმის შევსება (დანართი №1)  (სახელი, გვარი, მიმართულება, საფეხური (BA, MA, PhD), სემესტრი, ნაშრომის სათაური, ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელის ვინაობა/აკადემიური თანამდებობა/სამეცნიერო ხარისხი) – 28 აპრილამდე;
1.2 საკონფერენციო ნაშრომის რეზიუმეს წარმოდგენა – 28 აპრილამდე.

2. მეორე ეტაპზე (საბოლოო ვადა – 15 მაისი)
2.1.  წარდგენილი საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობა მონაწილეობა მიიღოს თსუ–ს 74–ე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში– 15 მაისამდე; 
5. საკონფერენციო ნაშრომი (წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია დანართში №2; აქვე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნაშრომი, რომელსაც დართული არ ექნება ბიბლიოგრაფია, ავტომატურად მოიხსნება.) – 15 მაისამდე;  კონფერენციაზე ნაშრომის პრეზენტაცია უნდა გაკეთდეს Power-Point ფორმატში.

მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების წარდგენა სტუდენტს ევალება ელექტრონულ მისამართზე: socpol.science@tsu.ge, ხოლო ნაბეჭდი სახით აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარმოდგენილი იყოს თსუ VI კორპუსში, მეოთხე სართულზე, 401-ე ოთახში.

საკონტაქტო პირები:


ლიკა აბრამიშვილი –   74–ე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
ტელ: 557190819; ელ-ფოსტა: lika.abramishvili@sps.tsu.ge.

თეონა თაბუაშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი. ტელ: 558000689;  ელ-ფოსტა: socpol.science@tsu.ge;

Print

« იხ. ყველა სიახლე