2016-06-20

IV საერთაშორისო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველო და სამხრეთ კავკასია გლობალური გამოწვევების პირისპირ“

23– 25 ივნისს, ტარდება IV  საერთაშორისო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველო და სამხრეთ კავკასია გლობალური გამოწვევების პირისპირ“
მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140–ე წლისთავისადმი.

კონფერენციის ძირითადი თემატიკა განისაზღვრა მსოფლიოში მიმდინარე ფართო მასშტაბიანი და სწრაფი  პროცესების გავლენით, ეს კი მეცნიერთა და მკვლევართა მხრიდან დამატებით რეფლექსიას საჭიროებს, რათა შეფასდეს საზოგადოებებში მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებები და გაანალიზდეს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები.

კონფერენციაზე გათვალისწინებულია შემდეგი სექციების მუშაობა:
  1. გლობალიზაცია და რეგიონული კვლევები;
  2. საზოგადოებრივი გეოგრაფია, დემოგრაფია, ეკონომიკა;
  3. პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები;
  4. სოციოლოგია, სოციალური მუშაობა, სოციალური ანთროპოლოგია;
  5. ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია;
კონფერენციის ფარგლებში შედგება მრგვალი მაგიდა „ივანე ჯავახიშვილი   და სოციალური მეცნირებები“, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადების 140–ე წლისთავს.

კონფერენციის პროგრამა

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე