პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის
(ვისაც უკვე დახურული აქვს მინიმუმ 6 სემესტრი), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და 2013, 2014 და 2015 წლის ნებისმიერი საფეხურის კურსდამთავრებულებს, ვისაც აქვს GPA 3.0 და მეტი ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მინიმუმ B (81-90% - ძალიან კარგი).
საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნით, წელს რეგისტრაციის წესები შეცვლილია: სტაჟირებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტს უნდა მისცენწერილობითი თანხმობა, რომ მათი მონაცემები გადაეცეს საჯაროს სამსახურის ბიუროს. ამიტომ, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ა.წ. 11 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში (თსუ II კორპუსი, პირველი სართული, ოთახი #103) და შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული საგანგებო ფორმა.
ან დაუკავშირდით პროგრამის ცხელ ხაზს:
თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი:
თსუ II კორპუსი, #103.
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00, შესვენება: 13:00 – 14:00