2015-11-27

კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  პროგრამის „სახელმწიფო   სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში  სტიპენდიის მოსაპოვებლად

საფუძველი:  თსუ-ის რექტორის 2015 წლის 24 ნოემბრის #214/01-01 ბრძანება

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვილი აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა, ხოლო ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებაზე - არანაკლებ 27კრედიტისა.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინო შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე   განცხადების ფორმა;
  2. პირადობის მოწმობის ასლი; 
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;  
  4. 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების  ფურცელი  ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ; 
  5. 2014-2015 სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების  ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;  
  6. 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (ვინაიდან, შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);  
  7. უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან  4 დეკემბრის ჩათვლით, 10:00 დან-18:00  საათამდე  შესაბამისი მიმართულებების სამდივნოებში:

სოციოლოგია და სოციალური მუშაობა – თსუ IV კორპ. ოთახი №306, 
თამარ გოგორიშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 25 08 19

საერთაშორისო ურთიერთობები – თსუ IV კორპ. ოთახი №201, 
თამარ ქარსაულიძე: საკონტაქტო ინფორმაცია: 2 29 03 66

საზოგადოებრივი გეოგრაფია –  თსუ  IV კორპ. ოთახი №211, 
მაია ჟღენტი; საკონტაქტო ინფორმაცია: 2 22 11 01(261)

პოლიტიკის მეცნიერება –  თსუ  IV კორპ. ოთახი №301,
ნათია დათიაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01 (254)

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია –  თსუ  VI კორპ. ოთახი №206  ნინო ქუფარაშვილი; საკონტაქტო ინფორმაცია: 222 11 01(234)


გისურვებთ  წარმატებებს!


Print

« იხ. ყველა სიახლე