2018-04-18

წიგნის პრეზენტაცია - „ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის“


მიმდინარე წლის 24 აპრილს, 13 საათზე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება პრეზენტაცია წიგნისა „ივანე ჯავახიშვილი ქართული უნივერსიტეტისათვის“.
წიგნში თავმოყრილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართული უნივერსიტეტის დაარსებისათვის მომზადებული სხვადასხვა სახის მასალა. კრებული ასახავს ივანე ჯავახიშვილის ძალისხმევის მთელ სპექტრს, რომელიც წინ უძღოდა ამ დიდი და საშვილიშვილო საქმის დაგვირგვინებას.

წიგნის რედაქტორია მალხაზ მაცაბერიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, ხოლო შემდგენელი – დავით სართანია, ისტორიის დოქტორი, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

წიგნი გამოიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №8, თსუ VI კორპუსი, აუდიტ., 303.

Print

« იხ. ყველა სიახლე