ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში.“
6 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ლია წულაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე:
"დისკურსი, როგორც სოციალური რეალობის კონსტრუირების ინსტრუმენტი და მისი ანალიზი."
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია