გამოცხადდა კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტთათვის) და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და აკადემიური წარმატებით გამორჩეული ბაკალავრებისა და მაგისტრატებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- პროფესორის 1 რეკომენდაცია;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- სიგელები;
- სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
საბუთები მიიღება 2019 წლის 10 ივლისიდან 2019 წლის 19 ივლისის 17 საათამდე, თსუ, VI კორპუსი, 206 ოთახი.