ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-29

საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „კიბერუსაფრთხოება: საქართველო და შავი ზღვის რეგიონი“


2 აპრილს, 10:30 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „კიბერუსაფრთხოება. საქართველო და შავი ზღვის რეგიონი“ გაიხსნება. 

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კასტექსის სახელობის კიბერსტრატეგიის კათედრის, პარიზი 8–ის უნივერსიტეტისა და სავოის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება. 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია  

დასწრება თავისუფალია!

პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე