2017-05-18
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა მკვლევართათვის 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ბილინგვურ (ინგლისურ-ქართული) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისათვის და ახალგაზრდა მკვლევართათვის.
საზაფხულო სკოლის მიზანია გააუმჯობესოს დოქტორანტების და ახალგაზრდა მკვლევარების უნარ-ჩვევები რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების, მონაცემთა ანალიზის და სამეცნიერო ნაშრომის მომზადების მიმართულებით.
საზაფხულო სკოლა ჩატარდება მიმდინარე წლის 23 ივნისი -1 ივლისს (თსუ, VI კორპუსი, #303), საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამის ხანგძლივობაა 47 საათი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ პროფესიული ბიოგრაფია (დოქტორანტებმა სადოქტორო პროგრამის, სადოქტორო ნაშრომის სათაურის, ნაშრომის მოკლე ანოტაციისა და ხელმძღვანელის მითითებით) ელფოსტაზე- teona.mataradze@tsu.ge, არაუგვიანეს 1 ივნისისა.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ელექტრონული სასწავლო მასალა.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
თეონა მატარაძე teona.mataradze@tsu.ge, 599167976
« იხ. ყველა სიახლე