2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის 2019 წლის 10 დეკემბრის N 306/01-01ბრძანება) ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2018 - 2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა.
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა );
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი ამობეჭდილი სტუდენტის პირადი ბარათიდან და დამოწმებული მიმართულების სპეციალისტის მიერ;
- 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის 4 თებერვლიდან 2019 წლის 31ივლისის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2019 წლის 4 თებერვლიდან 2019 წლის 31ივლისის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიალურად.
საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის
11-13 დეკემბერს, 09:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე თსუ V Iკორპ. ოთახი № 201
პირველადი შედეგები:
17 დეკემბერს.
აპელაცია:
17 დეკემბერს, 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე. VI კორპუსი, ოთახი № 201
საბოლოო შედეგები:
17 დეკემბერს, 18 :00 საათზე.
გისურვებთ წარმატებებს !