იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ფუნქციები:
- უნივერსიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- უნივერსიტეტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წინადადებების მომზადება;
- უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში;
- ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა.