დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების
განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ახორციელებს უნივერსიტეტის მმართველობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო
ბაზის შესწავლასა და ანალიზს, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და
შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
დ) ახორციელებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამსახურებრივი
საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციის გაწევას;
ე) უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის
სფეროში დეპარტამენტის ფუნქციების კანონმდებლობასთან შესაბამისობით
განხორციელებას;
ვ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის, რექტორის, დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ზ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რექტორის, დეპარტამენტის უფროსის
დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.