ამერიკელი ექსპერტის კიდევ ერთი ვიზიტი

2010-07-30

ამერიკელი ექსპერტის კიდევ ერთი ვიზიტი

მიმდინარე წლის 27 ივლისს თსუ-ს ბულგარეთში ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი განვითარების მიმართულებით უილიამ კირშკე ეწვია. ამჯერად ვიზიტის ძირითადი მიზანი  პროექტის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. უილიამ კირშკე ასევე გეგმავს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას უნივერსიტეტის სხადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან. იგი უკვე შეხვდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს.
6 აგვისტოს  კი იგეგმება უილიამ კირშკეს შემაჯამებელი შეხვედრა თსუ–ს ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე იგი განიხილავს პროგრამის განვითარების ეფექტურ მექანიზმებს და გასცემს რეკომენდაციებს პროექტის სამოქმედო გეგმაში მითითებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება თსუ–ს მეორე კორპუსის 135–ე აუდიტორიაში (მცირე საკონფერენციო დარბაზი).

Print

« იხ. ყველა სიახლე