სემინარი მოხალისეებისათვის

2010-07-27

სემინარი მოხალისეებისათვის

თსუ–ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური იწყებს სპეციალურ პროგრამას მოხალისეებისათვის. სემინარებს ამერიკელი მოხალისე და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის კონსულტანტი ქალბატონი ტრიშა ბერგმანი ჩაატარებს.
სემინარებზე ძირითადი აქცენტები მოხალისეობის პრიორიტეტებზე გაკეთდება. მონაწილეები შეისწავლიან წერითი და ვერბალური კომუნიკაციის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარებს. პროექტის მხარდამჭერი მოხალისეები განსაზღვრავენ  მუშაობის სამომოვლო პერსპექტივებს. სემინარებს თსუ–ს იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.
ჩვენ თსუ–ს ყველა სტუდენტს ვიწვეთ სემინარებზე მონაწილეობის მისაღებად!

პირველი შეხვედრა გაიმართება 3 აგვისტოს 18:00 საათზე თსუ–ს მეორე კორპუსის #258 აუდიტორიაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე