კურსდამთავრებულთა პირველი მიღება

2010-07-20

კურსდამთავრებულთა პირველი მიღება

ჩვენ გეძებთ, რომ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან  ურთიერთობის სამსახური გეგმავს პროექტის ფარგლებში  პირველი შეხვედრის მოწყობას. გავიცნოთ ერთმანეთი მეგობრულ გარემოში. თქვენ შეძლებთ დაკარგული კონტაქტების აღდგენას, ახალი მეგობრების შეძენას, გაიგებთ თუ რა წარმატებას მიაღწია თქვენმა ჯგუფელმა, კურსელმა, თანაუნივერსიტეტელმა. გაიგებთ თუ რა პრიორიტეტები აქვს კურსდამთავრებულთა სამსახურს, რა სიახლეებს გთავაზობთ თსუ და რას ველით თქვენგან.
ერთად დავსახოთ გეგმები შემდგომი ურთიერთობის გასაღრმავებლად. კურსდამთავრებულთა პირველი მიღება პროექტის ფარგლებში  გაიმართება 2010 წლის შემოდგომაზე. ღონისძიების ზუსტი თარიღი და შეხვედრის ადგილი შეამოწმეთ თსუ-ს ვებ-გვერდზე. 
Print

« იხ. ყველა სიახლე