ჩვენი სამსახური სათანამშრომლოდ იწვევს აქტიურ სტუდენტებს!
ვისაც გსურთ, საკუთარი წვლილი შეიტანოთ თსუ-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის განვითარებაში, მოგვმართეთ.  თქვენ შეგიძლიათ კურსდამთავრებულთა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, ვებ-გვერდზე მუშობა, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვაში საკუთარი წვლილის შეტანა.
დაგვიკავშირდით: (+995 32) 23 19 68   (+995 77) 94 31 31

ერთად მუშაობით შევძლებთ ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებას!


ტრიშა ბერგმანი - უცხოელი მოხალისე, კონსულტანტი.
მონაწილეობს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის პროგრამის განვითარებაში.  
ელ-ფოსტა: alumni@tsu.ge




მარიამ ურმაშვილი - მოხალისე. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მუშაობს კურსდამთავრებულთა საინფორმაციო ბაზის ფორმირებაზე, მონაწილეობს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობაში, ორგანიზებას უწევს მოხალისეთა ჯგუფის შექმნას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: alumni@tsu.ge

განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მოხალისეთა გუნდი შედგება თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან. დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ მათგანს დახმარებისთვის და თანამშრმლობისთვის. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მათთან მუშაობის განვითარების სამუშაო გეგმის დასახვას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება და ყველანი ერთად განვახორციელებთ თსუ-ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისთვის მნიშვნელოვან პროგრამებს.