სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის დებულება


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის

დებულება

მუხლი 1. ცენტრის   დებულების მოქმედების სფერო

1.  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ( შემდგომში – ,, უნივერსიტეტი “)   სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების   ცენტრი ( შემდგომში – ,, ცენტრი “) წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის   სტრუქტურულ ერთეულს .

2. ცენტრი , საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით , უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

3.  ცენტრი      თავისი      კომპეტენციის      ფარგლებში ასრულებს უნივერსიტეტის რექტორისა   და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   მიერ   კანომდებლობის   საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.  

 

   

მუხლი 2. ცენტრის   მიზნები   და ფუნქციები

1. ცენტრის მიზანია სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა , სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, სტუდენტური სერვისების განვითარების ხელშეწყობა და დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ - ჩვევების განვითარებაში მხარდაჭერა , რაც დაეხმარება ახალგაზრდებს   საზოგადოებაში პროფესიულ და   სოციალურ ი უნარების რეალიზებაში .

2.   ცენტრის ფუნქციებია :

) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლების ყველა საფეხურზე სტუდენტების პიროვნული და კარიერული ინტეგრაცის ხელშეწყობა.

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და ფაკულტეტებთან კოორდინირებული თანამშრომლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების და სხვ.  საუნივერსიტეტო სივრცეში  ინტეგრაციის ხელშეწყობა.

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტის პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობისათვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება.

დ) სტუდენტური სერვისების განვითარების მიზნით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  სტუდენტური იდეების განხორციელებაში მხარდაჭერა.

ე) სტუდენტური სერვისების განვითარების მიზნით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ტუტორების საქმიანობის მონიტორინგი;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტური სერვისების განვითარების მიზნით უნივერსიტეტის წარმომადგენლობით, აკადემიურ   და ადმინისტრაციულ რგოლებთან კოორდინირებული თანამშრომლობა.

ზ) უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სტუდენტური სერვისების განვითარება;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარებისათვის სტუდენტთა საჭიროებების სისტემატური კვლევა, ანალიზი და პრობლემის მოგვარების მიზნით წინადადებების მომზადება;

ი) სტუდენტების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;

კ) სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ - ჩვევების განვითარებაში და რეგულარული ტრენინგების შეთავაზება სტუდენტებისთვის დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის

) სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე . მათთვის კონსულტაციების გაწევა შრომის ბაზრის მიმდინარე თუ სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებით ;

მ) სტუდენტების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ნ) შრომის   ბაზრის კვლევების განხორციელება უნივერსიტეტის მასშტაბით: როგორც სტუდენტების, ასევე დამსაქმებლების პერიოდული გამოკითხვა ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა-მიწოდებაზე დაკვირვების მიზნით

ო) დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით .   სასწავლო პროცესთან დამსაქმებელთა მეტად დაახლოებისა და , სამომავლოდ , სასწავლო პროგრამებში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ;

)   შრომის   ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან , სახელმწიფო , არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა , თემატურად რელევანტურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფაგლებში, უნივერსიტეტის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სტუდენტური სერვისების განვითარების მიზნით შესაბამისი პროფილის სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა.

3. სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის ცენტრი სისტემატურად აწყობს პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის  შეხვედრებს .

4. სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული განვითარების საჭიროებების კვლევას შესაბამისი პროფილის სტუდენტების ჩართულობით ცენტრი ჩაატარებს სისტემატურად - სემესტრში ერთხელ.

5. ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტური სერვისების განვითარების წინადადებებს შეიმუშავებს სტუდენტთა ჩართულობით, უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრებთან კოორდინირებით და შესაბამის სტრუქტურებთან   თანამშრომლობით უზრუნველყოფს შემუშავებული წინადადებების განხორციელებას.

6. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს იმ სტუდენტური პროექტების, სტუდენტების და სტუდენტური ჯგუფების აქტიურ მხარდაჭერას, რომელთა საქმიანობა უნივერსიტეტში სტუდენური სერვისების და ცხოვრების განვითარებისთვის არის მიმართული.

7. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობით და სტუდენტთა ჩართულობით უზრუნველყოფს უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების შესაძლებლობის შესახებ სტუდენთა სისტემატურ ინფორმირებას.

8.  ცენტრი სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართული სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს სტაჟირების პროგრამის განხორციელებას.

9. ცენტრი აქტიურად მოიძიებს დაფინანსების წყაროებს სტუდენტური სერვისების, უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში საუნივერსიტეტო კამპუსის განვითარების, ახალი   იდეებისა და პროექტების განხორციელების მიზნით.

10. ცენტრი რეგულარულად შესთავაზებს სტუდენტებს ტრენინგებს რამდენიმე საკვანძო თემაზე დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარების განვითარების მიზნით . ტრენინგებზე სტუდენტების რეგისტრაციის მექანიზმის შემუშავდება ფაკულტეტების ადმინისტრაციებთან შეთანხმებით . რეგულარული ტრენინგები ჩატარდება ცენტრის შიდა რესურსებით ცენტრმა შესაძლებელია სფეციფიკური ტრენინგების ჩასატარებლად პერიოდულად მოიწვიოს ექსპერტები სხვადასხვა ორგანიზაციიდან , დაფინანსების შესაძლებლობების მიხედვით .

11. ცენტრი სისტემატურად ჩაატარებს დასაქმების   ინტერნეტ საიტებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს შრომის ბაზრის დინამიკასა და ტენდენციებზე დაკვირვებისა და აქტიური დამსაქმებლების გამოვლენის მიზნით.

12. ცენტრი სტუდენტთა და დამსაქმებელთა საჭიროებების კვლევიდან გამოდინარე პერიოდულად მოაწყობს   შეხვედრებს კონკრეტულ დამსაქმებლებთან. დაგეგმავს სტუდენტთა შეხვედრებს უნივერსიტეტსა და კომპანიებში.

13. ცენტრი დამსაქმებლებთან კოორდინირებული თანამშრომლობით სტუდენტებს შესთავაზებს შესაბამისი პროფესიის განმავითარებელ ტრენინგებს და სტაჟირების პროგრამებს.

14.ცენტრი უზრუნველყოფს დამსაქმებელთა საჭიროების შესაბამისი სტუდენტების ბაზების შექმნას.

15. წელიწადში ორჯერ ცენტრი ჩაატარებს დასაქმების ფორუმს .

16. ცენტრი   საგანგებო ყურადღებას დაუთმობს სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების , ასევე ეთნიკური უმცირესობების სხვა მოწყვლადი ჯგუფების ( სოციალურად დაუცველი , დევნილი ოჯახები და სხვ. ) სტუდენტური სერვისების განვითარებას და დასაქმების ხელშეწყობას . ცენტრი ცალკე აღირცხავს ასეთ სტუდენტებს და მათთვის შეიმუშავებს პერსონალიზებულ მიდგომებს დამსაქმებელთან ინდივიდუალური მუშაობის გზით .

 

მუხლი 3. ცენტრის   სტრუქტურა

1. ცენტრს მართავს ცენტრის ხელმძღვანელი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი .

2. ცენტრის სტრუქტურაში შედის უნივერსიტეტის სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილება.

3. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით ცენტრისთვის გათვალისწინებული თანამდებობების დასახელებებია: ცენტრის   ხელმძღვანელი , ცენტრის უნივერისტეტის სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსი (შემდგომში - ,,განყოფილების უფროსი“), მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი და კორპუსის ადმინისტრატორი.

4.  ცენტრის თანამშრომლებს თანამდებობებზე   ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი , ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინებით .  

5. ცენტრის თანამშრომელთა   უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამუშაოს აღწერილობებითა ან / და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით    

6. ცენტრის ხელმძღვანელის დროებით  არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით - 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

7. ცენტრის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს :

ცენტრის   წლიური და სამ წლიანი სამუშაო გეგმების, ასევე წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებების კალენდრის შედგენას და   ცენტრის   მუშაობის ხელმძღვანელობას ;

) ცენტრის   მუშაობის პრიორიტეტების დასახვას და მათ განსახორციელებლად კონკრეტული საქმიანობებისა და ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას ;

გ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტური სერვისების განვითარების მიზნით განხორციელებული საქმიანობის კოორდინირებას;

დ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტური სერვისების განვითარების მიზნით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობას;

ე) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების შესძლებლობების შესახებ სტუდენტთა ინფორმირებას;

ვ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების მიზნით სტუდენტებთან, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

)   რეგულარული ტრენინგების მოდულების შედგენას , რომლებიც ცენტრმა წლის მანძილზე უნდა შესთავაზოს სტუდენტებს . საჭიროების მიხედვით მოდულების პერიოდულ განახლებას და ახალი მოდულების შედგენას ;

) კონსულტაციების   გაწევას სტუდენტებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების საკითხებზე .

) დამსაქმებელთა   ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას , ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერების დეტალური საკონტაქტო ინფორმაციით ;

) დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინირებას . რეგულარული კონტაქტების დამყარებას დამსაქმებლებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით ;

) შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტუდენტების მონაცემთა გადაგზავნას კონკრეტულ ვაკანსიებზე , ასევე მათთვის სტაჟირებისა თუ დასაქმების სხვა შესაძლებლობების მოძიებას ;

) შრომის   ბაზრის დინამიკის რეგულარულ ანალიზს , არსებული ვაკანსიების მონიტორინგს ;

დამსაქმებლებთან ურთიერთობაში   სტუდენტების   დახმარებასა და ხელშეწყობას .

) დამსაქმებლებთან   მიზნობრივი შეხვედრების მოწყობას დასაქმების   ფორუმების ორგანიზებსა და ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას , როგორც შინაარსობრივი , ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით ;

) ცენტრის   მუშაობის პერიოდული მონიტორინგს და წლიური ანგარიშის შედგენას ;

) ახალი   ინიციატივების წამოწევასა და განხორციელებას ; პროექტების იდეების შემუშავებას , დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებას ;

) ურთიერთობის   კოორდინირებას ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან , დონორებთან , ქართულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან ;

) ეფექტური   და ოპერატიული კომუნიკაციის უზრუნველყოფას , როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურებთან და სტუდენტებთან , ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან .

ფაკულტეტების ხელმძღვანელებისთვის ინფორმაციის გაზიარებას და მათთან თანამშრომლობა მოსაზრებების , რეკომენდაციების გაზიარების , გათვალისწინებისა და , შესაბამისად ცენტრის უფრო ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით

ყოველწლიურად ან რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხცელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად, ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენას .


8. განყოფილების უფროსი:

ა) უნივერსიტეტის სტუდქალაქში სტუდენტური სერვისების უზრუნველყოფის მიზნით ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს მითითებებსა და დავალებებს;

ბ) ცენტრის ხელმძღვანელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს განყოფილების (უნივერსიტეტის სტუდქალაქის) სტრუქტურის, საშტატო ერთეულების ცვლილების, პერსონალთან შრომითი ურთიერთობის დამყარებისა და შეწყვეტის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

გ) პასუხიმგებელია განყოფილების თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე, ძირითადი ფუნქციების, მოვალეობებისა და ცენტრის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებაზე;

დ) ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა გეგმაზომიერ და მიზნობრივ განსახლებას, კანონმდებლობით და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;

ე) ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის სტუდქლაქის საერთო საცხოვრებელში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას , კომუნიკაციების გამართულ ფუნქციონირებას , მობინადრეთა მხრიდან   უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დაცვას და მობინადრეთა მიერ ბინადრობის საფასურის გადახდის პროცესს;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით კოორდინიერებას უწევს უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სტუდენტური სერვისების სრულფასოვან განხორციელებას;

ზ) უნივერსიტეტის სტუდქლაქის შინაგანაწესის ან/და მობინადრეთა ხელშეკრულებების დარღვევის შემთხვევაში სტუდქალაქის მობინადრეებთან შესაბამისი ოფიციალური მიმოწერის უზრუნველყოფა;

თ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

 

მუხლი 4.   ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 

მუხლი   5 . დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 


გამოქვეყნების თარიღი:2017-11-30 16:30:21