ტრენინგები
ტრენინგების მიზანია სტუდენტთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარება, დასაქმებისათვის საჭირო ზოგადი უნარების და კომპეტენციების განვითარება.ტრენინგმოდულები შექმნილია:
- TEMPUS-ის გრანტის (სტუდენტთა კარიერული განვითარება საქართველოში - 530566-TEMPUS -1-2012-1-LT-TEMPUS-SMGR (2012-3045/001-001, ,,პროექტის შემქმნელთა უნარ-ჩვევების ტრენინგი კავკასიაში" -544047-TEMPUS-1-2013-1-GE-TEMPUS-JPRG)
- ორგანიზაცია SAVE THE CHILDREN GEORGIA -ს მიერ თსუ-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული ,,დასაქმებისათვის საჭირო ტრენინგმოდულები", რომელიც შემუშავდა ევროკავშირის გრანტის ფარგლებში.
ტრენინგმოდულების გავლის წინაპირობა:
- თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურზე აქტიური სტატუსის სტუდენტი.
- კურსდამთავრებული (ბაკალავრიატის სწავლების საფეხურის დასრულებიდან გასულია არა უმეტეს 2 წელი).
ტრენინგმოდულების თემები, საკითხები და ხანგრძლივობა:
ტრენინგის თემები | განსახილვევლი საკითხები | ხანგრძლივობა |
ეფექტური პრეზენტაციის უნარები |
|
8 -12 სთ |
გუნდური მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება |
|
8 სთ |
პროექტის წერა |
|
8 სთ |
ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა : 15-17
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია
(ტრენინგის ჩატარების დრო განისაზღვრება ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით)