ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-26

საინფორმაციო შეხვედრა "დასაქმების ფორუმი 2015"-სთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლები  საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. 

შეხვედრის მიზანია „დასაქმების ფორუმი 2015“-ის შესახებ სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ფორუმზე წარმოდგენილი სფეროებისა და მონაწილე კომპანიების გაცნობა.

პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან პირველადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტის - რეზიუმეს აღწერილობას და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას „დასაქმების ფორუმის“ მიზნების შესახებ.

სტუდენტებს, რომლებსაც გსურთ, დასაქმდეთ  და დაიწყოთ წარმატებული კარიერა წარმატებულ კომპანიებში, გთხოვთ, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას  30 მარტს, 14:00 საათზე, მაღლივი კორპუსის № 206 აუდიტორიაში ან  30 მარტს, 17:00 საათზე, I კორპუსის № 214 აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე