2019-10-17

კომპანია ბიდიოს შეხვედრა თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან

ბიდიო არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია , რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს , იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს . 200- ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით , რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი , ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე -3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის . 

ამ ეტაპზე კომპანია ბიდიო თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელ და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზოობს აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებით  ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟირებასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით  სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართება 18 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე თსუ მე-11 კორპუსის ( მაღლივი კორპუსი)  206 აუდიტორიაში
Print

« იხ. ყველა სიახლე