ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-13

პორტუგალიური ენის კურსები თსუ-ის სტუდენტებისათვის

თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი აცხადებს მიღებას პორტუგალიური ენის
კურსებზე, რომელიც დაიწყება 2019 წლის სექტემბერში:

კრედიტირებული კურსები თსუ-ის სტუდენტებისათვის
ა) ცენტრი, ყოველ წელს, თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს პორტუგალიური ენის
სწავლების 4 დონეს (კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ
ფაკულტეტებზე: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტი):
დონე I – A1 ელემენტარული კურსი
დონე II – A2 საბაზისო კურსი
დონე III – B1 დამოუკიდებლად მუშაობა
დონე IV – B2 თავისუფლად ფლობა / C1 სრულყოფილად ცოდნა

კურსები ფართო საზოგადოებისთვის
 ცენტრი, ყოველ წელს, ფართო საზოგადოებას სთავაზობს პორტუგალიური ენის
სწავლების 4 დონეს:
დონე I – A1.1 / A1.2 ელემენტარული კურსი
დონე II – A2.1 / A2.2 საბაზისო კურსი
დონე III – B1.1 / B1.2 დამოუკიდებლად მუშაობა
დონე IV – B2. 1 / B2.2 თავისუფლად ფლობა / C1 ენის სრულყოფილად ცოდნა

კურსები ხორციელდება თსუ-ს  უწყვეტი
განათლების ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში. სტუდენტი, რომელიც
წარმატებით გაივლის გამოცდებს, კურსის ბოლოს გადაეცემა თსუ - კამოეშის ენის
სერთიფიკატი

სრული კურსის ღირებულება არის 255 ლარი, ხოლო თსუ-ს სტუდენტებისა და
თანამშრომლებისთვის 225 ლარი

 კურსზე სტუდენტების რაოდენობა: მინიმუმ 5 სტუდენტი / მაქსიმალური 18
სტუდენტი

 კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია ყოველი სემესტრის დასაწყისში თსუ-ს
უწყვეტი განათლების ვებ-გვერდზე, ან ცენტრის კოორდინატორზე (მარიეტა
ჩიხლაძე marietta.chikhladze@tsu.ge) ელექტრონული წერილის გაგზავნით.
ზოგადი ინფორმაცია
ეს ინფორმაცია საერთო ორივე კურსისთვის

ადგილი: თსუ - კამოეში პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი №
203)

 მასწავლებელი: სოფია კრუში (sofia.cruz@tsu.ge)

კურსის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი)

სახელმძღვანელო: Tavares, Ana. Português XXI. Editora Lidel, Lisboa. წიგნი 1 და 2
(წიგნის ელექტრონული ვერსიას სტუდენტებს მიეწოდება პირველ შეხვედრაზე)

წინასწარი პირობა: ვინაიდან სამუშაო ენა არის ინგლისური, სტუდენტს
მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდა A2/B1 დონეზე

 კურსის ბოლოს მოპოვებული ენის დონე შეესაბამება 2011 წლის ევროსაბჭოს მიერ
დადგენილი ენის ცოდნის საერთო ევროპულ სტანდარტებს
Print

« იხ. ყველა სიახლე