ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-14

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“  „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი“ ატარებს. 
აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მიზნად ისახავს:
 საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
 კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას;
 სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას;

ამ მიზნების მისაღწევად ფორუმი ჩატარდება განსხვავებული ფორმატით:
13:00 სთ - პანელ დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განხილება ქართულ შრომით ბაზარზე როგორც დამსაქმებლების, ასევე სამუშაოს მაძიებლების თვალით დანახული პრობლემები. პანელში მონაწილეობას მიიღებენ: ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სპეციალისტი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკის სამინიტროს წარმომადგენელი. ✅

14:30 საათიდან დაიწყება დასაქმების ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 50-მდე უმსხვილესი კომპანია საქართველოს მასშტაბით. მათ შორისაა: სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, „საქართველოს ბანკი“, „საქართველოს უზენაესი სასამართლო“, „სარაჯიშვილი“, „კარფური“, „ვისოლი“, „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, „დანკინ დონატსი“, „ბიბლუსი“, „ავერსი“, „გაგრა პლუსი“, „MGroup”, სასტუმრო „Ramada Encore”, “პალიტრა მედია ჰოლდინგი“, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „თი ბი სი ბანკი“, „კლინიკა ახალი სიცოცხლე“, „თეგეტა მოტორსი”, „გუდვილი”, „Mკვადრატი“, „ბაზის ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, „ეკონომიკის სამინისტრო“, „ღვინის ქარხანა #1“, „Pinzeria by Bontempi” “სმარტი“, „შატო მუხრანი“ და სხვ.
 
 თქვენ შეგეძლებათ ინფორმაცია მოიპოვოთ რეალური ვაკანსიების შესახებ, დატოვოთ საკუთარი რეზიუმე, გაეცნოთ იმ კარიერულ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შრომით ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, იყოთ ლიდერები. ასევე გაეცნობით იმ სტანდარტებს, რომლითაც ხელმძღვანელობენ ქართველი დამსაქმებლები, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან, თანამშრომლების სელექციის პროცესში.

 ფორუმში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უფასოა. სარეგისტრაციოდ გადადით ბმულზე:

Print

« იხ. ყველა სიახლე