თსუ დესპანი საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.
პროექტი 8 წელია ხორციელდება. მიმდინარე წელს პროექტის ისტორიაში პირველად საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი. პროქტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
"თსუ დესპანი - 2020"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრეინინგი, რომლის ჩატარების თარიღს საინფორმაციო შეხვედრაზე გაგაცნობთ. ამასთან ერთად პროექტის მერვე ნაკადის მონაწილეებისათვის იგეგმება არაერთი აქტივობა, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
დესპანების საერთო შეკრება(საინფორმაციო შეხვედრა) გაიმართება 20 იანვარს !
რეგისტრირებული დესპანები 22 იანვრიდან 30 იანვრამდე გაივლიან ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში (სკოლაში წარსადგენი პრეზენტაცია).
დესპანები, რომლებიც პროექტით განსაზღვრულ ვადებში ჩაატარებენ სკოლებში პრეზენტაციას, შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასონ გაიარონ ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსები შემდეგ თემებზე:
•
ეფექტური კომუნიკაცია და თვითპრეზენტაციის უნარები
•
გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა
•
სასერტიფიკატო კურსი კარიერის დაგეგმვა
აქტიური დესპანები ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში (განათლების ფორუმი, დასაქმების ფორუმი, ინოვაციების ფესტივალი და სხვ)
პროექტში მონაწილეობის მსურველები 10 დეკემბრიდან - 17 იანვრის ჩათვლით << დარეგისტრირდით.>>
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ 597-22-26-16 | 2 25 04 84 (1462)
www.junior.tsu.edu.ge | Facebook.com/თსუ დესპანი-TSU envoy | tsuenvoy@tsu.ge
მის.: თსუ პირველი კოპრუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა)