2018-03-09

სპეციალური საბაზისო ტრენინგ კურსები თანამედროვე საერთაშორისო ლოგისტიკასა და გაყიდვების მიმართულებით, საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Bene Group

ტრენინგ კურსი (შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით) ბაკალავრიატის მე-2,3,4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის!!!

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Bene Group - ის ინიციატივით გაიმართება სპეციალური საბაზისო ტრენინგ კურსები თანამედროვე საერთაშორისო ლოგისტიკასა და გაყიდვების მიმართულებით, დასაქმების პერსპექტივით. ტრენინგი განკუთვნილია ნიჭიერი და ამბიციური სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნეს მენეჯმენტის, PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით. 
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 24 მარტი

სემინარი შედგება რამდენიმე ნაწილისგან:
1. რა არის ლოგისტიკა და ვინ არიან ლოგისტიკის მენეჯერები?
2. რა როლი და ფუნქციები აქვს გაყიდვებს თანამედროვე სატრანსპორტო სფეროში?
3. როგორი სტრუქტურა და სტანდარტებია თანამედროვე ლოგისტიკაში.
4. რას მოიცავს სამომხმარებლო პაკეტი
5. რა სისტემებით ხდება ხარისხის მუდმივი კონტროლი და განვითარება
6. ინდივიდუალური დავალება, პრეზენტაცია/განხილვა

კურსის მოკლე მიმოხილვა:
დავიწყოთ იქედან, რომ ლოგისტიკა არის ძალიან დიდი სფერო და მოიცავს მრავალ მიმართულებას შეუძლებელია მისი ამოწურვა მოკლე ტრენინგკურსებით, მაგრამ ლოგისტიკა საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში - ეს ნამდვილად საინტერესო მიმართულება შეიძლება აღმოჩნდეს ყველასთვის. გამომდინარე იქედან, რომ დღესდღეობით საკმაოდ მზარდია ინტერესი და პრესპექტიულ სფეროდ აღიქმება სახელმწიფოს მხრიდანაც საერთაშორისო გადაზიდვები. ჯერჯერობით მაინც ძალიან იშვიათია ამ სფეროსთვის საჭირო დონის განათლება, ან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები. ამიტომ საერთაშორისო კომპანია “Bene Group”-მა დარგის განვითარებისა და წახალისების მიზნით დაიწყო საკუთარი საგანმანათლებლო ტრენინგ კურსები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ სრულიად უსასყიდლოდ მიიღოთ საბაზისო ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით. 
ტრენინგი შედგება რამდენიმე სემინარისგან, სადაც ინტერაქციული აუდიტორული მუშობის პრინციპით მოხდება საკითხების განხილვა, მსმენელებს ექნებათ პრაქტიკული დავალებები და თითოეულს მიეცემა პრეზენტაციების გაკეთების საშუალებაც. თითოეული ტრენინგის მონაწილე გამოიმუშავებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ლოგისტიკის და გაყიდვების მენეჯერისთვის სატრანსპორტო სფეროში.

მეთოდოლოგია:
** ტრენინგი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით
** თეორიული მასალა პრეზენტაციების სახით იქნება მოწოდებული. პრაქტიკულ სავარჯიშოები შესრულდება სამუშაო ჯგუფებში ტრენერის ხელმძღვანელობით. 
** ტრენინგის განმავლობაში მოხდება ძირითადი საკითხების ეტაპობრივი თემატური გაშლა და მასზე მუშაობა.

ტრენინგის თემატიკა:
** შესავალი: ძირითადი ტერმინოლოგია,
** გაყიდვების ეფექტური დასაწყისი და ლოგისტების კვალიფიციური ფუნქციონირება
** დაკვეთების სასიცოცხლო ციკლი, ფაზები და პროცესები,
** გადაზიდვების დამუშავება, დაგეგმვა და ოპტიმიზება :
** რისკების დაგეგმვა და მართვა;
** დაინტერესებულ მხარეებთან კავშირი; 
** ხარისხის მართვა და კონტროლი; 
** ბიუჯეტის (ხარჯების) დაგეგმვა და მართვა;
** გადაზიდვის მონიტორინგი და კონტროლი

ტრენერი: ჯაბა არაბიძე

Bene Group-ი ეს არის სწრაფადგანვითარებადი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ლოგისტიკის დარგში.

ტრენინგის დაწყების თარიღი: 26 მარტი

ტრენინგის ხანგრძლივობა: ორშაბათი (26)/ ოთხშაბათი (28)/ პარასკევი (30): საათები 19:00 - 22:00

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ მოგეცემათ დასაქმების საშუალებაც. შედეგად დაიგეგმება ინდივიდუალური გასაუბრება კომპანიის ადმინისტრაციასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები
• სასურველია ქონდეს სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში 
• სავალდებულოა ინგლისური, ან რუსული ენის ცოდნა
• MS office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
• კარგი კომუნიკაციის უნარი
• მოლაპარაკების წარმოების უნარი
• სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ორგანიზებულობა
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ტრენინგის მონაწილეების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე jaba.arabidze@benegroup.ge, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ „ტრენინგ კურსი“. კანდიდატების შერჩევის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ დეტალურ ინფორმაციას ტრენინგის თაობაზე. გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე