ბავშვთა შემეცნებითი ცენტრი - ვინგს/Wings
ვინგსი წარმოადგენს ბავშვთა შემეცნებითი ცენტრს, სადაც 3 დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაიგროვონ ცოდნა სამყაროს შესახებ და განივითარონ უნარ-ჩვევები ინოვაციური და სახალისო პროგრამების საშუალებით.
ცენტრის მიზანია შექნას ისეთი გარემო, სადაც ბავშვებისთვის სიარული იქნება სასიხარულო და პროდუქტიული.
ვინგსი ერთ სივრცეში აერთიანებს, ბავშვის ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს:
შემეცნებითი პროგრამა,
ვიზუალური ხელოვნება
როლური თამაშები
ვინგსის შემოქმედებითი გუნდი ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად ქმნის და ავითარებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ პროგრამებს.
შემეცნებითი პროგრამა
შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია სამყაროზე, საინტერესო მოვლენებსა და ფაქტებზე, თანამედროვე და ინოვაციური პროგრამით. რადგან ბავშვების ცნობისმოყვარეობა სამყაროს შესახებ არის ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა, ჩვენი მიზანია მათი ინტერესის უფრო მეტად გაღვივება და ცოდნის დაგროვება სახალისო გაკვეთილებით.
შემეცნებით გაკვეთილებზე, ბავშვები მიიღებენ ინფორმაციას ისტორიის, ფიზიკის (რობოტიკა), გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ქიმიის და სხვა სფეროების მსოფლიო ტენდენციების, უახლესი მიგნებების და გამოწვევების შესახებ, კრეატიული და ინოვაციური მეთოდების საშუალებით. ხოლო მიღებულ ცოდნას გაიმყარებენ პრაქტიკული ექსპერიმენტებით და გასართობი აქტივობებით.
შემეცნებითი პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის სწავლისადმი ინტერესის გაღვივებას და ისეთი უნარ-ჩვევებს როგორიც არის:
-
გუნდურობა,
-
კრეატიული აზროვნება და კვლევა
-
თავდაჯერებულობის და თვითშეფასების ამაღლება
-
სენსორული და მოტორული უნარები
-
კომუნიკაცია, კონცენტრაცია და მეხსიერება გაუმჯობესება
ვიზუალური ხელოვნება
ვიზუალური ხელოვნება ხელს უწყობს ბავშვის იდეების, გრძნობების, ემოციების და ინტერესების გამოხატვას გამოსახულებებში. დადებითად მოქმედებს მათ სენსორულ, ემოციურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაზე. ვიზუალური ხელოვნებით ბავშვები სწავლობენ ურთიერთობის და კომუნიკაციის ალტერნატიული გზებს და შემოქმედებით აზროვნებას.
ვიზუალური ხელოვნება მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:
1) სახვითი ხელოვნება - ბავშვები შეისწავლიან ფერწერას, გრაფიკას, ხატვას ნატურიდან, პეიზაჟს, პორტრეტსა და კომპოზიციას, სამგანზომილებიანი სივრცის ორგანზომილებიან სასურათე სიბრტყეზე სწორად პროექტირების პრინციპებს, რაც ფორმების ვიზუალური ცვალებადობის კანონებს ემყარება. ისაუბრებენ ხელოვნების სხვადასხვა სტილსა თუ მიმდინარეობებზე, განიხლავენ ცნობილი მხატვრების ცხოვრებას და მათი ნამუშევრების ისტორიას, ძველი და თანამედროვე შენობა-ნაგებობების არქიტექტურას, თანამედროვე ტენდენციებს და მეთოდებს ვიზუალური მასალის თანხლებით.
2)გამოყენებითი ხელოვნება - ბავშვები დაეუფლებიან კერამიკაზე, თიხაზე და მოზაიკაზე მუშაობის ტექნიკას. ისწავლიან კოლაჟების მომზადებას, მაუდის ნაჭრებისგან სათამაშოების შექმნას, ბისერებით ქარგვას და აპლიკაციების შექმნას. ასევე, ისაუბრებენ ძველი და თანამედროვე შენობა-ნაგებობების არქიტექტურაზე ვიზუალური მასალის თანხლებით.
ვიზუალური ხელოვნების გაკვეთლები ხელს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიც არის:
- ინოვაციურობადა კრეატიულობა
- თავდაჯერებულობა და თვითშეფასების ამაღლება
- კომუნიკაციის უნარების განვითარება
- გუნდურობა
- შემოქმედებითობა
- სენსორული და მოტორული უნარების განვითარება
წარმოსახვითი როლური თამაშები და თეატრალური დადგმები
წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა. ცოდნას აქვს საზღვრები ხოლო წარმოსახვა მთელს სამყაროს მოიცავს - ალბერტ აინშტაინი
სამყაროს შემეცნების სურვილი უბიძგებს ბავშვებს გამოიკვლიონ დაა გამოსცადონ სიახლეები, მოირგონ სხვადასხვა პერსონაჟების როლები და გაითამაშონ წარმოსახვითი სიტუაციები.
ვინგსში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ იმპროვიზაციით, თეატრალური პიესების დადგმით და სხვადასხვა წამოსახვითი როლური თამაშებით მოახდინონ თვითგამოხატვის რეალიზაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის.
ვიზუალური ხელოვნების გაკვეთლები ხელს ისეთი მრავალმხრივი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიც არის:
-
კრეატიულობის და წარმოსახვის უნარი
-
ემპათიის/თანაგრძნობის გამოხატვა
-
კომუნიკაცია, კონცენტრაცია და მეხსიერების გაუმჯობესება
-
თავდაჯერებულობის განმტკიცება
-
ემოციური ინტელექტის განვითარება
-
მეტყველების და კომუნიკაციის უნარი
-
გუნდურობა
-
გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება
-
შემოქმედებითი უნარი
-
პრობლემების გადაწყვეტის უნარი