2018-01-29

შეხვედრა კომპანია "არვატოს" წარმომადგენლებთან

31 იანვარს, 11 საათზე, თსუ-ს I კორპუსის 219 აუდიტორიაში საერთაშორისო კომპანია "არვატო" შეხვდება სტუდენტებს კომპანიის წარდგენისა და კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით. კომპანიას დაგეგმილი აქვს ახალი პროექტების განხორციელება. ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც,  მათი შემოთავაზებები შეიძლება საინტერესო იყოს ნებისმიერი სტუდენტისთვის, მიმართულებისა და კურსის მიუხედავად. აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა და კარგი IT უნარები.
Print

« იხ. ყველა სიახლე