2014-10-06

საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლების შეხვედრა

6 ოქტომბერს, 16.00  საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ  17 ოქტომბრის დასაქმების ფორუმისთვის მოსამზადებლად.

შეხვედრაზე სპეციალისტები სტუდენტებს შესთავაზებენ მოკლე ტრენინგს CV-სა და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტების მოსამზადებლად დამსაქმებელთან ინტერვიუზე თავის უკეთ წარსადგენად.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

დასაქმების ფორუმი გაიმართება 17 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი 4), დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.



Print

« იხ. ყველა სიახლე