2018-03-13

კომპანია Evolution Gaming-ის შეხვედრა სტუდენტებთან.

15 მარტს (ხუთშაბათს) შვედური კომპანია Evolution Gaming გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან.

კომპანია B2B კლიენტებს სთავაზობს Live გადაწყვეტილებებს და პროდუქტებს. ორგანიზაციას 11 წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოს 12 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის არის კანადა, დიდი ბრიტანეთი, მალტა, იტალია, ესპანეთი, ლატვია და სხვა.
შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს Evolution Gaming-ის უცხოელი თანამშრომელი მიაწოდებს ინფორმაციას კომპანიის ისტორიის, არსებული ვაკანსიების, განვითარების შესაძლებლობების შესახე ბ. დაინტერესებულს სტუდენტებს ადგილზევე ექნებათ შესაძლებლობა შეავსონ აპლიკაცია და გახდნენ ევოლუშენის გუნდის წევრი.
Evolution Georgia-ს აქვს ვაკანსიები, რომლებიც მოქნილი და ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო გრაფიკის გამო განსაკუთრებულად მოსახერხებელია სტუდენტებისთვის. კომპანიაში არის დაწინაურებისა და განვითარების საინტერესო შესაძლებლობა, როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნებშის ოფისებშიც.

15 მარტს გაიმართება ორი შეხვედრა:
14:00 საათი, თსუ მაღლივი (მე-10 კორპუსი) აუდ. 206; 
17:00 საათი, თსუ პირველი კორპუსი, აუდ. 321

Print

« იხ. ყველა სიახლე